← ყველა ვაკანსია

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

ტუმბო

შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქ. №19 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი, 09:00-15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ანაზღაურება არის დამოკიდებული კანდიდატის გამოცდილებასა და გაყიდვების უნარზე (საშუალოდ 2500-5000 ლარი)) გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი). ძირითადი მოვალეობები: ** სამუშაოების დაგეგმვა და ანალიზი; ** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება; ** არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება; ** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და მოზიდვა; ** კორპორაციული კლიენტების მონიტორინგი; ** თვის ანგარიშგების მომზადება და ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია (არასავალდებულო) ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** სასურველია, არასავალდებულო, სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** MS Office-ის ცოდნა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და პუნქტუალურობა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ს; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით) და დამატებით ბონუსს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. კომპანია "ტუმბო"-ს შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@tumbo.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი". თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, სიამოვნებით გაგიცნობთ! გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →