← ყველა ვაკანსია

საწყობის მენეჯერი

სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი · თბილისი

შ.პ.ს. "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; მოვალეობები: საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების კონტროლი;საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;შესაბამისი დოკუმენტაციის,მათ შორის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურის რეესტრის წარმოება;პროდუქციის დანაკლისისა და ზედმეტობის პრევენცია;საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის თანამშრომლებზე გაცემა მოთხოვნის შესაბამისად;მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;დისტრიბუციის პროცესში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი.ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა საჭიროებისამებრ;ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა მოთხოვნისამებრ; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;საწყობის მართვის პროცესების ცოდნა;საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel) სასურველია;სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი. უნარ-ჩვევები: შრომისმოყვარე;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ენერგიული;პუნქტუალური;დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;საბონუსე სისტემას;საწვავით უზრუნველყოფას;ულიმიტო სასაუბროს; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის მენეჯერი’’. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →