დიასახლისი
Glarros OldTown · თბილისი
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:სასტუმროს ნომრების ხარისხიანი დასუფთავება და მოწესრიგება;თეთრეულისა და პირსახოცების დროული შეცვლა;ნომრებში სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოწესრიგებულობა.სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის ცოდნა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ.15სამუშაო გრაფიკი: 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენებაანაზღაურება: 1400 ლარი + სტუმრებისგან დატოვებული დამატებითი ანაზღაურება (TIPS), რომელიც სრულად ეკუთვნის თანამშრომელს
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrglarros@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ - +995 591 99 99 32
მადლობა, რომ დაინტერესდით GLARROS Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.
თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია