← ყველა ვაკანსია

უმცროსი იურისტი

პრობლემური აქტივების სააგენტო

კომპანიის საქმიანობის სფეროა ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება და სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება. აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ შრომისმოყვარე ახალგაზრდებს უმცროსი იურისტის პოზიციაზე. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც); ** ვერბალური კომუნიკაცია; ** გამართული წერა და მეტყველება; ** საქართველოს სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ემოციურად გაწონასწორებული; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. მოვალეობები: ** საქმის მომზადება სასარჩელო ეტაპისთვის; ** სარჩელების მომზადება; ** მოპასუხეებთან მოლაპარაკება, შეხვედრა; ** იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულება; ** წარმომადგენლობა სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; ** იურიდიული დოკუმენტების მომზადება; ** უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ; ** ვაკანტური ადგილი: 5. შეძლებს მხოლოდ მათი ეფექტურად სწავლის შემდეგ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pas.ge საბჯექტის (სათაურის) ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →