მიმტანი
დეკა · გუდაური
სასტუმრო "დეკა" (Hotel Deka Gudauri) აცხადებს სეზონურ ვაკანსიას: მიმტანი
სასტუმრო "დეკა" 2013 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს გუდაურში. ზამთრის სეზონისთვის ვეძებთ მიმტანს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო პერიოდი: 15 დეკემბერი 2026 - 31 მარტი 2027;
** სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სეზონური.
ფუნქციები:
** საუზმის შვედური მაგიდის გაწყობა, შევსება და დალაგება;
** სასადილო დარბაზის და მაგიდების მომზადება;
** სტუმრების მომსახურება რესტორანსა და ბარში;
** შეკვეთების მიღება, POS სისტემაში გატარება და ანგარიშსწორება;
** დარბაზის სისუფთავის შენარჩუნება.
მოთხოვნები:
** მიმტანად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებული გარეგნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** საცხოვრებელი და კვება სასტუმროში;
** სამუშაო ფორმა;
** მეგობრული გუნდი; გამოცდილების არქონის შემთხვევაში ადგილზე სწავლება.
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:
CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hoteldeka@gmail.com, სათაურში მიუთითეთ "მიმტანი".
CV-ის არქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 598 42 41 45
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი 2026
გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.