← ყველა ვაკანსია

დიასახლისი

დეკა · გუდაური

სასტუმრო "დეკა" (Hotel Deka Gudauri) აცხადებს სეზონურ ვაკანსიას: დიასახლისი სასტუმრო "დეკა" 2013 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს გუდაურში. ზამთრის სეზონისთვის ვეძებთ დიასახლისს. სამუშაო პირობები: ** სამუშაო პერიოდი: 15 დეკემბერი 2026 - 31 მარტი 2027; ** სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი; ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სეზონური. ფუნქციები: ** ნომრების ყოველდღიური დალაგება და მომზადება სტუმრებისთვის; ** თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა; ** ბინძური თეთრეულის აღრიცხვა და სამრეცხაოში გაგზავნა, სუფთა თეთრეულის მიღება, დათვლა და დასაწყობება; ** სააბაზანოების დასუფთავება და ჰიგიენური საშუალებების შევსება; ** საერთო სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება; ** ხარვეზების შესახებ ადმინისტრაციისთვის შეტყობინება. მოთხოვნები: ** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** სიზუსტე, პასუხისმგებლობა, პატიოსნება. ჩვენ გთავაზობთ: ** საცხოვრებელი და კვება სასტუმროში; ** სამუშაო ფორმა; ** მეგობრული გუნდი; გამოცდილების არქონის შემთხვევაში ადგილზე სწავლება. როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი: CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hoteldeka@gmail.com, სათაურში მიუთითეთ "დიასახლისი". CV-ის არქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 598 42 41 45 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი 2026 გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →