← ყველა ვაკანსია

მოლარე

Auto Lab · რუსთავი

"Auto lab" აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის კაფეს მოლარის პოზიციაზე. თუ ხარ ორგანიზებული და იცი სალაროსთან მუშაობა, ავტო სერვისის კაფეს მოლარედ სწორედ შენ გეძებთ! ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე ასაღები; ** სამუშაო განაკვეთი: 2/2; 09:00-19:00 (1 სთ შესვენება); ** ლოკაცია: რუსთავი, ხოშარაულის ქუჩა. შენი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** მომხმარებლის თავაზიანი და კვალიფიციური მომსახურება; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა და პროგრამული გატარება; სალაროს დახურვა და Z-რეპორტის ამოღება; ** სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შეკვეთების დამოუკიდებლად მიცემა კომპეტენციის ფარგლებში; ** თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის სწორი განლაგება და მოწესრიგება; ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და დისტრიბუტორებისთვის დაბრუნება; ** ჰიგიენური ნორმების დაცვა შიდა და გარე სამუშაო პერიმეტრზე. გაგვიხარდება თუ: ** იცი სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა; ** გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში. თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/5Hgtg

განაცხადის გაგზავნა →