მიღება პროგრამაზე - ფარმაცევტული ზრუნვა
თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი
შპს "თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" (1918-2026 წწ.) - "ფარმაცევტული ზრუნვა (კონსულტირება)" მე-5 საფეხურის ავტორიზებული პროფესიული გადამზადების პროგრამა.
პროგრამის მოკლე აღწერა
"ფარმაცევტული ზრუნვა (კონსულტირება)" წარმოადგენს პროფესიული გადამზადების პროგრამას, რომელიც განსაკუთრებით მორგებულია, ფარმაცევტული და მედიკოსის განათლების მქონე პირებზე, მათ შორის მათზე, ვისაც განათლება წლების წინ აქვს მიღებული და სურს პროფესიული ცოდნის განახლება, პრაქტიკული უნარების დახვეწა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.
პროგრამა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, სისტემურად განაახლონ ცოდნა და გაიღრმაონ კომპეტენციები ფარმაცევტული პროდუქციისა და პარაფარმაციის მიმართულებით, მომხმარებელთა კონსულტირების, პროფესიული კომუნიკაციის, ფარმაცევტული ეთიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
პროგრამის ძირითადი მახასიათებლები:
** რეგისტრაციის პერიოდი: 2026 წლის 12 ოქტომბერი - 2026 წლის 9 ნოემბერი;
** სწავლის პერიოდი: 2026 წლის 16 ნოემბერი - 2026 წლის 12 თებერვალი;
** პროგრამის ხანგრძლივობა: 11 კვირა;
** სასწავლო დატვირთვა: 132 საათი, კვირაში 12 საათი (3 დღე);
** სწავლების ფორმა: თეორიული სწავლება სასწავლებლის ბაზაზე და პრაქტიკული სწავლება პრაქტიკის ობიექტზე (პირისპირ);
** პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაცევტული ან სამედიცინო მიმართულებით;
** ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: 10-12 მსმენელი;
** დაფინანსების ფორმა: პროგრამა ხორციელდება სახელმწიფოსთან თანადაფინანსებით და ღირებულება შეადგენს: 500 ლარს.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: განათლება: უმაღლესი ან პროფესიული განათლება, მინიჭებული ერთ-ერთი კვალიფიკაცია: ფარმაცევტი; ფარმაცევტის თანაშემწე; ფარმაციის ბაკალავრი; ფარმაციის მაგისტრი; პროვიზორი; დიპლომირებული მედიკოსი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგადი პროფილის ექიმი (მკურნალი/პედიატრი/სამხედრო ექიმი) ან ექიმისპეციალისტი (საექიმო სპეციალობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის შესაბამისად);
მსმენელს პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, შეეძლება დასაქმდეს: ფარმაცევტულ დაწესებულებებში; აფთიაქებში; მაღაზიებში, სადაც არის პარაფარმაციის, პარფიუმერიის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, ავადმყოფთა მოვლის საგნების სექციები; სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით. ეს წარმოადგენს დარგის სპეციალისტის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან დადასტურებას და ხელს უწყობს მისი კვალიფიკაციის ოფიციალურად წარმოჩენას.
შპს "თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი"
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 598 98 00 03
ელფოსტა: info@medicalschool.edu.ge
მისამართი: კედიას ქ. №7, თბილისი, საქართველო, 0162