← ყველა ვაკანსია

ვების ჟურნალისტი

BMG

შპს ბი ემ ჯი On.ge-ის მიმართულებით გუნდი ეძებს კრეატიულ ვების ჟურნალისტს. თუ თვალს ადევნებ ტრენდებს და გინდა, შენი იდეები საინტერესო კონტენტად აქციო, შეგვეხმიანე. ჩვენთვის მთავარი შენი ენთუზიაზმი და განვითარების სურვილია. თუ 17-წლიანი გამოცდილება ჯერ არ გაქვს და არც ის იცი, საკუთარ თავს 5 წელიწადში სად ხედავ, ესე იგი, სწორედ შენ გეძებთ! გაგვაგებინე, თუ: ** კარგად გამოგდის ამბის თხრობა, მუდმივად ეძებ საინტერესო ისტორიებს და იცი, ეს ყველაფერი როგორ მიიტანო მკითხველამდე მარტივი და გასაგები ენით; ** თავისუფლად შეგიძლია ინგლისურენოვანი წყაროების დამუშავება, თარგმნა და ქართულ კონტექსტზე მორგება; ** შენთვის უცხო არ არის Facebook-ის, Instagram-ის თუ სხვა პლატფორმების სპეციფიკა; ** კარგი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩევი. რას ველით შენგან: ** ახალი ამბებისა და ანალიტიკური სტატიების ინგლისური ენიდან თარგმნას/ადაპტირებას; ** ქართველ მწერლებთან, მუსიკოსებთან და სხვა საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩაწერას; ** სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok) ადაპტირებული მულტიმედია კონტენტის შექმნას; ** მიმდინარე ტრენდებზე ორიგინალური, საავტორო კონტენტის მომზადებას (ქვიზი, კროსვორდი, ჩამონათვალის ტიპის სტატია); ** საავტორო ანალიტიკური სტატიების წერას; ** მოკლე ვიდეოებში მონაწილეობას (კამერასთან მუშაობას). სამუშაო განაკვეთი: სრული შეავსე აპლიკაცია ამ ბმულზე. დავუკავშირდებით მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. აპლიკაციის დედლაინი: 15 ნოემბერი

განაცხადის გაგზავნა →