იურისტი
ეკონომ შოპი
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ეკონომ შოპი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი #1 (გუდვილის შენობა)
სამუშაო განაკვეთი: სრული, (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
აი სი არ ჯგუფში შემავალი, მინდობილი კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და სხვადასხვა მიმართულებით წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის, რეგულაციებისა და ინსტრუქციების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების პირობების განხილვასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
** სასამართლო დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და დავების წარმოებაში მონაწილეობა;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მათი შესაძლო გავლენის შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამოქალაქო, სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
** სასამართლო დავებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სამართლებრივი ანალიზისა და დასკვნების მომზადების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** მოლაპარაკებისა და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების მზაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ketevanitsitsvidze@gmail.com