სერვისის მენეჯერი
Dro Fresh Bar
Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნერგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.
ვეძებთ სერვის მენეჯერს:
** განიხილებიან მხოლოდ გამოცდილების მქონე კადრები
** ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და შესრულების მონიტორინგი და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის, მომსახურების სისწრაფისა და შეკვეთების სწორად გაცემის კონტროლი;
** თანამშრომლების მოწესრიგებულობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** HR-თან და ფილიალის მენეჯერებთან თანამშრომლობა კანდიდატების შერჩევის, შეფასების და გუნდის დაკომპლექტების პროცესში;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, მომსახურების სტანდარტებისა და მენიუს შესახებ ტრენინგების ჩატარება;
** ორივე ცვლის გუნდთან რეგულარული უკუკავშირის შეხვედრების გამართვა და თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა;
** მომხმარებლის შეფასებების ანალიზი, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა და მოგვარება;
** გუნდის მოტივაციის ხელშეწყობა და გუნდური აქტივობების ორგანიზება;
** ფილიალის მენეჯერებთან და შიფტ ლიდერებთან კოორდინაცია, ხარვეზების გამოსწორების კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** კვების ობიექტში სერვისის მიმართულებით გამოცდილება;
** თანამშრომლების სწავლებისა და გუნდის მართვის უნარს;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების უნარს;
** ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობასა და დეტალების მიმართ ყურადღებას;
** დატვირთულ გარემოში პრიორიტეტების განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
** სწრაფი კვების ქსელში ან რამდენიმე ფილიალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთავაზობთ:
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დანამიკურ სამუშაო გარემოს და საკუთარი ინიციატივებით მოქმედების შესაძლებლობას;
მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: drohealthy@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "სერვის მენეჯერი".