კონსულტანტი
რონიკო
ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 31-წლიანი ისტორიით.
იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი.
პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას!
გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
** ახალი პროფესიის - ოპტიკოსი - შესწავლას;
** პროფესიულ ტრეინინგს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
** ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდი;
** კონსულტანტის პოზიცია - დარიცხული 1400 ₾ + ბონუსი; (მინიმალური ანაზღაურება 1500₾)
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე (40 სთ.).
რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების სურვილი;
** მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გაწონასწორებულობა, რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა;
** უცხო ენების ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე, გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტ-ოპტიკოსი თბილისი".
მსგავსი ვაკანსიები
- Appointment Setter — Pavago
- აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი ქვემო ქართლის რეგიონში — კრედო ბანკი
- მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი) — თიბისი დაზღვევა
- კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (არა-სამედიცინო) — თიბისი დაზღვევა
- სერვის კონსულტანტი თბილისში — კრედო ბანკი
- კორპორაციული გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების მენეჯერი (B2B) — მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
სხვა ვაკანსიები
- გაყიდვების ვაკანსიები (866)