← ყველა ვაკანსია

ფინანსური პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი

FINA

კომპანია FINA დაფუძნებულია საქართველოში 2011 წელს. არსებობის განმავლობაში FINA-ს გუნდი ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამჟამად FINA 10-ზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზე და მუდმივად აგრძელებს მომხმარებლისთვის თანამედროვე, მარტივი და ეფექტური სისტემების შექმნას. კომპანია Fina -ში ვეძებთ ფინანსური პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტს. მნიშვნელოვანია: ეს არ არის სტანდარტული ქოლ-ცენტრის პოზიცია — თქვენ არ გექნებათ შემომავალი ზარების ნაკადი. პოზიცია გულისხმობს დარეგისტრირებულ დავალებებზე მუშაობას, მომხმარებლის საჭიროების გაანალიზებასა და მხოლოდ გამავალი კომუნიკაციით მათთვის კვალიფიციური დახმარების გაწევას. ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალი თასქების/დავალებების შესრულება. ** მომხმარებლებთან გამავალი კომუნიკაცია (Call/Remote Support) — საკითხის დეტალური განხილვა და პროგრამული დახმარება; ** მომხმარებლებისთვის FINA-ს ფუნქციონალის განმარტება და კონსულტაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება ან სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** FINA-სთან ან მსგავს საბუღალტრო ERP სისტემებთან მუშაობის მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** რიცხვებთან, ცხრილებთან და მონაცემებთან ეფექტურად მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას FinTech სფეროში; ** პროფესიულ განვითარებას FinTech სფეროში — შესაძლებლობას, გაიღრმაოთ ცოდნა ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში; ** მხარდამჭერ და გუნდურ სამუშაო გარემოს. დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41 თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ მეილზე: hr@fina.ge გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →