← ყველა ვაკანსია

გაყიდვების ადმინისტრაციული სპეციალისტი

არქი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების ადმინისტრაციულ სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** აქტიური კომუნიკაცია ყველა ჩართულ მხარესთან, პროექტებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის მოძიებისა და გაყიდვების თანამშრომლების ინფორმირების მიზნით; ** გაყიდვების, შემოსული ზარების, ლიდების, სხვადასხვა ტიპის კონვერტაციის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგებების წარმოება; ** მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა; ** რეპორტების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის; ** მონაცემების დამუშავების მეთოდის, ფორმის შესახებ იდეების გენერირება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება; ** გაყიდვებთან და სერვისებთან დაკავშირებული, ყველა ტიპის მონაცემის მონიტორინგი, შეცდომების იდენტიფიკაცია, გამოსწორების გზების შესახებ იდეების გენერირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია Microsoft Office-ის ცოდნა; ** სასურველია CRM -ში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის გაგზავნა →