← ყველა ვაკანსია

სილოსების მშენებლობის სპეციალისტები

KMZ-GE · ქუთაისი

"KMZ-GE" აცხადებს ვაკანსიას სილოსების მშენებლობის სპეციალისტების თანამდებობაზე. კომპანია "KMZ-GE" სილოსების მშენებლობისა და ლითონკონსტრუქციების მონტაჟისთვის ეძებს კვალიფიციურ სპეციალისტებს. გვესაჭიროება: ** სიმაღლეზე ლითონკონსტრუქციების მემონტაჟეები; ** შემდუღებელ-მემონტაჟეები; ** სიმაღლეზე მომუშავე სამრეწველო ალპინისტები; ** დამხმარე სამშენებლო მუშაკები. შესაძლებელია როგორც ცალკეული სპეციალისტების, ასევე სრული სამშენებლო ბრიგადების დასაქმება. ძირითადი მოვალეობები: ** სილოსების ლითონკონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი; ** ლითონის ფურცლებისა და კონსტრუქციული ელემენტების ჭანჭიკებით დამაგრება; ** ლითონკონსტრუქციების შედუღება; ** სიმაღლეზე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება; ** სხვადასხვა დამხმარე სამშენებლო სამუშაოს შესრულება; ** ტექნიკური მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამის სფეროში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება; ** კვალიფიციური სპეციალისტებისთვის - პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ** სიმაღლეზე მომუშავე სპეციალისტებისთვის - უსაფრთხოდ მუშაობისთვის შესაბამისი მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი; ** შემდუღებლებისთვის - შედუღების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ** პროფესიული ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა; ** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ყოფილი ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორია; ** სამუშაოს ხანგრძლივობა: 2-3 თვე (დროებითი პროექტი). დღიური ანაზღაურება: ** 250 ლარი - მხოლოდ სიმაღლეზე მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტებისთვის; ** 120 ლარი - დამხმარე სამშენებლო მუშაკებისთვის. სხვა ქალაქებიდან ჩამოსული თანამშრომლებისთვის: ** საცხოვრებლით უზრუნველყოფა - კომპანიის ხარჯზე; ** კვებით უზრუნველყოფა - კომპანიის ხარჯზე. განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატების, ასევე გამოცდილი სამშენებლო ბრიგადების განაცხადები. საკონტაქტო ინფორმაცია: ** ტელეფონი: 577 716 961; ** WhatsApp / Viber; ** ელფოსტა: HR@kmz.ge. დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოადგინონ სამუშაო გამოცდილებისა და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

განაცხადის გაგზავნა →