← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი

გრინვეი ლოჯისტიკ

"გრეინვეი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. საზღვაო | საჰაერო | სარკინიგზო გადაზიდვები სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** დასაქმება: სრული განაკვეთი. ვაკანსია: სასწრაფო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული კოორდინაცია; ** საერთაშორისო გადამზიდავებთან, საზღვაო ხაზებთან, ავიაკომპანიებთან, სარკინიგზო ოპერატორებთან და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია; ** გადაზიდვების ოპტიმალური მარშრუტებისა და ტარიფების მოძიება, შეთავაზებების მომზადება; ** საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და კონტროლი; ** ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი დატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე; ** საბაჟო ბროკერებთან, ტერმინალებთან და აგენტებთან კოორდინაცია; ** ოპერაციული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა; ** კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაცია და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ლოგისტიკაში; ** საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების პროცესების საფუძვლიანი ცოდნა; ** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა - სავალდებულოა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია); ** საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტების პრაქტიკული ცოდნა: Bill of Lading (B/L), Air Waybill (AWB), CIM/SMGS, CMR, Commercial Invoice, Packing List, Certificate of Origin და სხვა; ** Incoterms-ისა და საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი წესების ცოდნა; ** უცხოელ პარტნიორებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და რამდენიმე გადაზიდვის პარალელურად მართვის უნარი. დამატებითი უპირატესობა: ** საერთაშორისო ექსპედიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** საერთაშორისო პარტნიორებისა და აგენტების ქსელთან მუშაობის გამოცდილება; ** რუსული ენის ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიაში; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. განაცხადის გაგზავნა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: [vacancy@gwl.ge] სათაური: International Logistics Manager შერჩევა იწყება დაუყოვნებლივ.

განაცხადის გაგზავნა →