← ყველა ვაკანსია

ტენდერი ტექნიკა-ინვენტარის და მასალა-ნედლეულის შეძენაზე

იმერეთის განვითარების ცენტრი · ქუთაისი

ააიპ "იმერეთის განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს ბენეფიციართა ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა-ინვენტარის და მასალა-ნედლეულის შეძენაზე. 2026 წლის 12 აგვისტოს ქ. ქუთაისის თვითმმართველობის მერიასა და ააიპ "იმერეთის განვითარების ცენტრს" შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, იმერეთის განვითარების ცენტრი "ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის" ფარგლებში ახორციელებს პროექტს "ბავშვების და მათი ოჯახების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის". აღნიშნული პროექტის მიზანია ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს პროექტში ჩართული ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება და საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკა-ინვენტარით და მასალა-ნედლეულით აღჭურვა. ამ მიზნით იმერეთის განვითარების ცენტრი აცხადებს ტენდერს ტექნიკა-ინვენტარზე და მასალა-ნედლეულზე. წარმოსადგენი სატენდერო დოკუმენტაცია: ** ტექნიკისა, ინვენტარის, მასალა-ნედლეულის ფასის შემოთავაზების შევსებული ფორმა (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) დალუქულ კონვერტში (წარმომდგენის დასახელების და საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით); ** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონულად ქვემოთ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 11 ნოემბრისა. იმერეთის განვითარების ცენტრის ფინანსური, ადმინისტრაციული და HR ოფიცერი, დავით ცირეკიძე მისამართი: ქ. ქუთაისი, 26 მაისის ქ. #39 ტელ: 593 761341 ასევე შეგიძლიათ დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდეთ: ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრის დასაქმების სპეციალისტი, მირანდა მანაგაძე მისამართი: ქ. ქუთაისი, 26 მაისის ქ. #39 ტელ: 598 184520 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 11 ნოემბერი 2026 ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენა: 13 ნოემბერი 2026 საქონლის მოწოდების ვადა: 25 ნოემბერი 2026

განაცხადის გაგზავნა →