← ყველა ვაკანსია

სარეკლამო გაყიდვების მენეჯერი

იბერია სტარ გრუპი · ქუთაისი

შპს "იბერია სტარ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას — გარე LED ეკრანის, სარეკლამო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შესაძლებელია სხვა საქმიანობასთან შეთავსება. ქ. ქუთაისში, ილ. ჭავჭავაძის N67ბ-ში, სავაჭრო ცენტრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ განთავსებული 90 მ² გარე LED სარეკლამო ეკრანისთვის ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს. პოზიცია გულისხმობს ეკრანზე სარეკლამო სივრცის გაყიდვას, ახალი დამკვეთების მოძიებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან აქტიური კომუნიკაცია; ** კომპანიებისთვის სარეკლამო პაკეტებისა და ინდივიდუალური შეთავაზებების წარდგენა; ** მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმების კოორდინაცია; ** სარეკლამო სააგენტოებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** მიმდინარე კლიენტების მომსახურება და სარეკლამო კამპანიების განახლება; ** რეკლამის მასალებისა და განთავსების ვადების შეთანხმება შესაბამის თანამშრომლებთან; ** გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და გადახდების სტატუსის აღრიცხვა. მოთხოვნები: ** გაყიდვების ან ბიზნესკლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება; ** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** ინიციატივა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** შეთანხმებული ამოცანებისა და ვადების დაცვა. უპირატესობად ჩაითვლება: ** რეკლამის, მედიის ან კორპორაციული გაყიდვების გამოცდილება; ** ქუთაისისა და იმერეთის ბიზნესგარემოს ცოდნა; ** კომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებთან პროფესიული კონტაქტები. სამუშაო პირობები: ** მოქნილი გრაფიკი და სხვა საქმიანობასთან შეთავსების შესაძლებლობა; ** დისტანციური კომუნიკაციისა და დამკვეთებთან შეხვედრების კომბინაცია; ** ანაზღაურება — შეთანხმებით, გაყიდვების შედეგებზე მიბმული ბონუსით; ** ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ეკრანის ტექნიკური მომსახურება და ვიდეორგოლების დამზადება ამ პოზიციის ძირითად მოვალეობებში არ შედის. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: iberiastargroup@gmail.com ან მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ. მიუთითეთ, რა დროს დაუთმობთ საქმიანობას და გაქვთ თუ არა სარეკლამო ან კორპორაციული გაყიდვების გამოცდილება. ტელ.: 595 38 50 50 განაცხადის სათაური: "LED ეკრანის გაყიდვების მენეჯერი"

განაცხადის გაგზავნა →