ტრენინგი - ინფლაცია და ფასების სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ტრენინგი — "ინფლაცია და ფასების სტატისტიკა"
"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური" გთავაზობთ ერთდღიან ტრენინგს მათთვის, ვისაც სურს უფრო დეტალურად გაეცნოს ინფლაციისა და ფასების სტატისტიკის წარმოებისა და გამოყენების საკითხებს.
ტრენინგის ფარგლებში განიხილება:
** ფასების ინდექსები და მათი ძირითადი სახეები;
** სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და ინფლაციის გაანგარიშების პრინციპები;
** სამომხმარებლო კალათის ფორმირება, წონები და მონაცემთა შეგროვების მეთოდები;
** ინფლაციის მაჩვენებელში სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის წვლილი;
** საქსტატის ფასების სტატისტიკის მონაცემები და მათზე წვდომა;
** მწარმოებელთა ფასების ინდექსები და მშენებლობის ღირებულების ინდექსი;
** საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი.
ტრენინგი ჩატარდება:
** 16 ნოემბერი, 2026;
** 10:00-17:00 | რეგისტრაცია 09:30-დან;
** საქსტატის ვაკის ოფისი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №17ე;
** მონაწილეთა რაოდენობა: 30-35 ადამიანი;
** ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებაყოფლობით გაიარონ ტესტირება და მიიღონ სერტიფიკატი.
განაცხადების მიღების ვადა: 04.11.2026-11.11.2026
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://training.geostat.ge/