← ყველა ვაკანსია

კომპანიის ხელმძღვანელი

Airballoon

კომპანია Airballoon Tbilisi - ში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, მცირე გუნდს და პარტნიორებთან ურთიერთობას. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; ** თანამშრომლების შერჩევა, აყვანა, ადაპტაცია და გადამზადება; გუნდის მუშაობის კოორდინაცია; ** უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მართვა; ** ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებსა და გიდებთან თანამშრომლობის განვითარება; ** საჰაერო ბურთის სარეკლამო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მართვა; ** მიმდინარე საკითხების დროული მოგვარება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება. ** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა/კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ხელმძღვანელ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** გუნდთან მუშაობისა და თანამშრომლების მართვის გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: istoriadevelop@gmail.com და მეილის სათაურის ველში მიუთითეთ - Airbaloon Tbilisi.

განაცხადის გაგზავნა →