ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი
ნიუ ჰოსპიტალსი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ან ვიდეომონიტორინგის სფეროში;
** IVMS პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სახანძრო პანელთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის მასშტაბით მონიტორინგის კამერების უწყვეტი ზედამხედველობა და კონტროლი;
** ვიდეომონიტორინგის სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პერიოდული შემოწმება;
** ჩანაწერების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში მათი შენახვა/დაარქივება;
** საფრთხის იდენტიფიკაციის შემთხვევაში სწრაფი და ეფექტური რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება;
** პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა კლინიკაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** სახანძრო პანელის მონიტორინგი და აქტივაციის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 03.12.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ — "ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი".
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.