ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ტრენდმარტი
"TrendMart" არის სწრაფად მზარდი ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს სთავაზობს. ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ თანამშრომელს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეკვეთების დადასტურება;
** მომხმარებლებისთვის შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მონაცემებისა და შეკვეთების ინფორმაციის დამუშავება CRM სისტემაში;
** შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად და დროულად დაფიქსირება;
** მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი საუბრის მანერა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** საკუთარი ლეპტოპის ქონა;
** სასურველია მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა განვიხილავთ გამოცდილების არმქონე კანდიდატებსაც.
სამუშაო პირობები
** სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური (Remote);
** სამუშაო დაწყების დრო: 10:00 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + საბონუსე სისტემა;
** დასვენების დღეები: პარასკევი და კვირა;
** სამუშაო დატვირთვა: დღეში დაახლოებით 150-200 მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ზარების ხანგრძლივობა: საშუალოდ 1 წუთზე ნაკლები;
** სამუშაო პროგრამა: მარტივი და მოსახერხებელი CRM სისტემა, რომლის გამოყენებასაც თანამშრომელი მარტივად შეისწავლის.
რას გთავაზობთ?
** სტაბილურ სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** ფიქსირებულ ანაზღაურებასა და დამატებითი ბონუსების მიღების შესაძლებლობას;
** სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს;
** მარტივ და ორგანიზებულ სამუშაო პროცესს;
** მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გახდეთ TrendMart-ის გუნდის წევრი.
განაცხადის ფორმა: https://tally.so/r/BEa61Q