ვების ჟურნალისტი
ბი ემ ჯი · თბილისი
შპს ბი ემ ჯი On.ge-ის მიმართულებით გუნდი ეძებს კრეატიულ ვების ჟურნალისტს. თუ თვალს ადევნებ ტრენდებს და გინდა, შენი იდეები საინტერესო კონტენტად აქციო, შეგვეხმიანე. ჩვენთვის მთავარი შენი ენთუზიაზმი და განვითარების სურვილია. თუ 17-წლიანი გამოცდილება ჯერ არ გაქვს და არც ის იცი, საკუთარ თავს 5 წელიწადში სად ხედავ, ესე იგი, სწორედ შენ გეძებთ!
გაგვაგებინე, თუ:კარგად გამოგდის ამბის თხრობა, მუდმივად ეძებ საინტერესო ისტორიებს და იცი, ეს ყველაფერი როგორ მიიტანო მკითხველამდე მარტივი და გასაგები ენით;თავისუფლად შეგიძლია ინგლისურენოვანი წყაროების დამუშავება, თარგმნა და ქართულ კონტექსტზე მორგება;შენთვის უცხო არ არის Facebook-ის, Instagram-ის თუ სხვა პლატფორმების სპეციფიკა;კარგი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩევი.
რას ველით შენგან:ახალი ამბებისა და ანალიტიკური სტატიების ინგლისური ენიდან თარგმნას/ადაპტირებას;ქართველ მწერლებთან, მუსიკოსებთან და სხვა საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩაწერას;სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok) ადაპტირებული მულტიმედია კონტენტის შექმნას;მიმდინარე ტრენდებზე ორიგინალური, საავტორო კონტენტის მომზადებას (ქვიზი, კროსვორდი, ჩამონათვალის ტიპის სტატია);საავტორო ანალიტიკური სტატიების წერას;მოკლე ვიდეოებში მონაწილეობას (კამერასთან მუშაობას).
სამუშაო განაკვეთი: სრული
შეავსე აპლიკაცია ამ ბმულზე. დავუკავშირდებით მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. აპლიკაციის დედლაინი: 15 ნოემბერი