← ყველა ვაკანსია

ოპერატორი

GTS Group

შპს "ჯი-თი-ეს გრუპი", რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და წარმოადგენს მაღალი ხარისხის დანიური საღებავების იმპორტიორსა და მომწოდებელს, აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37; ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 სთ; - შაბათი: 10:00-14:00 სთ (დისტანციურად). საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის უნარი, სასურველია Apex-ის ცოდნა (არ არის სავალდებულო უზრუნველყოფილია ადგილზე სწავლება); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა. ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთების მიღება და დამუშავება Apex-ის პროგრამაში, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და აქტივაცია rs.ge-ზე; ** საქონლის შიდა გადაადგილებების ასახვა Apex-ის პროგრამაში, შესაბამისი ზედნადებების გამოწერა და აქტივაცია rs.ge-ზე; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის კონტროლი; ** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა. განაცხადის წარდგენა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gts-group.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ოპერატორი".

განაცხადის გაგზავნა →