← ყველა ვაკანსია

კატეგორიის მენეჯერი

მზიური

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე. აუცილებელი მოთხოვნები: ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობა (MS Excel, Word). პირობები: ** ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად. ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი. ** მის: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი N 113დ. პიროვნული თვისებები: ** გუნდურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; მოვალეობები: ** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და ანალიზი; ** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; ** გაყიდვების გეგმის შედგენა და განხორციელება; ** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი ** პროდუქციის ნაშთების კონტროლი ** გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქციების დაგეგმვა და ორგანიზება; ** სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ** კატეგორიის ძირითადი აქტივობების გეგმის განსაზღვრა და აღსრულება კვარტალურად; ** კატეგორიის ჭრილში ბიუჯეტირება ** კატეგორიის პლანოგრამების, დანერგვა მერჩენდაიზინგისთვის ** ასორტიმენტის მართვა და მისი ოპტიმიზაცია; ** კატეგორიის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდა; ** ბაზარზე ფასების მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი და სიახლეების გამოვლენა/დანერგვა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge. შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი". მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; 5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური; 6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება` 9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

განაცხადის გაგზავნა →