← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

cpap.ge · ბათუმი

კომპანია "cpap.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ სიპაპ აპარატებისა და მათი აქსესუარების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც შეიქმნა ერთი მიზნით — მომხმარებლებისთვის სანდო, ხარისხიანი და კომფორტული სუნთქვის თერაპიის უზრუნველსაყოფად. ძილის აპნოე ბევრისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო სწორი სიპაპ თერაპია — მისი ეფექტური მართვის მთავარი საშუალება. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, სადაც ყველა მომხმარებელი იპოვის საჭირო პროდუქტს, პროფესიონალურ რჩევას და ხარისხიან მომსახურებას. ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკებში სიარული; ** ექიმებთან ურთიერთობა და პროდუქციის შეთავაზება; ** ექიმებისთვის კონსულტაციის გაწევა. ძირითადი მოთხოვნები: ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული მეტყველება; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი; ** სასურველია, ჰყავდეს მანქანა ან მოპედი. დამატებითი ბენეფიტები: ბენზინი და ავტოტექნიკის დამატებითი მომსახურება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი ** სამუშაო საათები: 11:00-18:00; შაბათს — 12:00-15:00 ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლ + ბონუსი ** მისამართი: ბათუმი დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: n.melkadze@cpap.ge დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →