← ყველა ვაკანსია

IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

ჰაი-ტექ სოლუშენსი

კომპანია "High-Tech Solutions" (HTS) აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ დამწყებს, რომელსაც სურს IT სფეროში განვითარება. სამუშაო ადგილი: თბილისი / შესაძლებელია დისტანციური მუშაობა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) ძირითადი მოვალეობები: ** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა, დისტანციურად და ადგილზე; ** კომპიუტერების, ლეპტოპებისა და პრინტერების გამართვა; ** Microsoft 365 / Outlook: ელფოსტის ანგარიშები, ხელმოწერები, პაროლების აღდგენა; ** საოფისე პროგრამების ინსტალაცია და განახლება; ** მარტივი ქსელური პრობლემების (Wi-Fi, LAN) აღმოფხვრა; ** მოთხოვნების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში უფროს ინჟინრებთან გადაცემა. მოთხოვნები: ** გამოცდილება 0-1 წელი (სტუდენტებიც განიხილებიან); ** Windows-ისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა; ** ქსელების საბაზისო ცოდნა (IP, DNS, Wi-Fi); ** სწავლის სურვილი, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა; ** სასურველია მართვის მოწმობა. ჩვენ გთავაზობთ: ** გამოცდილ ინჟინრებთან ერთად მუშაობას; ** შიდა ტრენინგებს და სერტიფიცირების კურსების დაფინანსებას; ** კარიერულ ზრდას სისტემური ადმინისტრატორის / ქსელის ინჟინრის მიმართულებით; ** დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე: info@hts.ge სათაურში მიუთითეთ: Junior IT Support განცხადების ბოლო ვადა: 11.11.2026

განაცხადის გაგზავნა →