დამლაგებელი
სკოლა ალბიონი
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონში" გვესაჭიროება დამლაგებელი.
საშტატო ერთეულის რაოდენობა: 2
დამლაგებლის მოვალეობები გულისხმობს სისუფთავის დაცვას სკოლის შენობაში.
სამუშაო მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:
** ყოველი სასწავლო წლის შემდეგ საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება;
** გამოყოფილ სამუშაო სივრცეში განთავსებული საკლასო ოთახებისა და სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების ყოველდღიური დასუფთავება სველი წესით;
** სართულზე არსებული სანიტარული კვანძების დასუფთავება;
** ფანჯრებისა და რაფების გაწმენდა; იატაკის მოხეხვა და გაპრიალება;
** მაგიდების, სკამებისა და სხვა ნივთების დასუფთავება.
საჭირო უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება;
** ურთიერთობის კულტურა.
სამუშაო საათები: 8-საათიანი სამუშაო დღე
გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე
ანაზღაურება (ხელზე ასაღები თანხა): 900 ლარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: school.albion@yahoo.com
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. N 64
ტელ.: 2 78 96 11