ტექნიკური სუპერვაიზერი
Hampton by Hilton Batumi Center · ბათუმი
"Hampton by Hilton Batumi Center" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
ტექნიკური სუპერვაიზერი პასუხისმგებელია ობიექტის ყველა საინჟინრო სისტემის უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური რისკების მართვაზე, კომუნალური რესურსების, პერსონალის, კონტრაქტორების, ბიუჯეტისა და ციფრული ტექნიკური სისტემების ეფექტიან მართვაზე. პოზიცია ეფუძნება თანამედროვე Facility Management-ისა და Property Management-ის პრაქტიკას და მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების კოორდინაციას, არამედ ობიექტის სრული ტექნიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
ძირითადი მოვალეობები:
** შენობის ყველა საინჟინრო სისტემის (ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა-კონდიცირება/HVAC, ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტები, დაბალი დენის სისტემები) ექსპლუატაციის ორგანიზება და კოორდინაცია;
** ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობისა და სხვა კომუნალური რესურსების მოხმარების აღრიცხვა;
** ტექნიკური გუნდის სამუშაოების დაგეგმვა და მოვალეობების განაწილება;
** ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ტექნიკური ანგარიშების მომზადება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის ზუსტი და სისტემატური წარმოება, მათ შორის ტექნიკური მომსახურების ჟურნალების, ინვენტარიზაციის მონაცემების, შემოწმების ანგარიშებისა და აუდიტისა და შესაბამისობის მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და განახლება;
** შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
** LightStay პლატფორმის გამოყენება გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მონიტორინგისა და ანალიზისთვის, ასევე Hilton-ის მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში არსებული ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს საოპერაციო საჭიროებების გათვალისწინებით, მონაწილეობა დამატებითი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასტუმროს გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური/საინჟინრო უმაღლესი განათლება (ელექტროობა, სანტექნიკა, მექანიკა, მშენებლობა ან მონათესავე მიმართულება);
** საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, HVAC/VRF, სანტექნიკა, სახანძრო უსაფრთხოება, BMS) ღრმა ტექნიკური ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა ან მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციაში მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და ლიდერული უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის #20;
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე);
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
** 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center-ში;
** დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში — 10%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/?telemetry_sign=v1%3A363%3Adirect_link.14d3c
2429d1f5b0189a1ce93afc4afa5c096ec5d8a1528e9bb02371d84fee23b
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!