საერთაშორისო მიმართულების ფრილანსერ ჟურნალისტი
Media for Peaceful Caucasus
ვაკანსია — საერთაშორისო მიმართულების ფრილანსერ ჟურნალისტი
საინფორმაციო სააგენტო ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდა ე.წ. ფრილანსერ ჟურნალისტს გუნდში გასაწევრიანებლად.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები: საერთაშორისო პოლიტიკისა და საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საინფორმაციო, ანალიტიკური და შემეცნებითი სტატიებისა და სიახლეების მომზადება.
უპირატესობად ჩაითვლება:
** რეგიონული ენების ცოდნა;
** სამხრეთ კავკასიისა და რეგიონის ქვეყნების — საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის — პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა;
** ჟურნალისტური ან კვლევითი საქმიანობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@mpc.ge [მიუთითეთ თქვენი ელფოსტა და საკონტაქტო ინფორმაცია].