სასწავლო ვიზიტი აშშ-ში სამართლის პროფესორებისთვის
ამერიკული საბჭოები
უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა სამართლის პროფესორებისთვის
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2026
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისი, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს განაცხადების მიღებას "უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის" (UCBP) ახალ ეტაპზე.
UCBP საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის პროფესორებს სთავაზობს შესაძლებლობას, გააძლიერონ სამართლებრივი განათლება ლიგალტექის (LegalTech), ინოვაციური სწავლების მეთოდების, სუპერინტელექტის (SI) და სამართლისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. პროგრამა მოიცავს 2027 წლის მაისი-ივნისის პერიოდში აშშ-ში სრულად დაფინანსებულ 10-დღიან სასწავლო ვიზიტსა და 2027 წლის დეკემბრამდე საქართველოში აშშ-ის უნივერსიტეტის პროფესორის ხუთდღიან საპასუხო ვიზიტს.
მონაწილეები გაეცნობიან SI-ისა და LegalTech-ის პრაქტიკულ გამოყენებას, დოკუმენტების ავტომატიზაციაში, ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის ანალიზში, ციფრულ სწავლებასა და კლინიკურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებაში. UCBP წარმოადგენს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამას და არა ინდივიდუალური პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, პროგრამის განმავლობაში წარმოადგენდნენ უნივერსიტეტს, მზად იყვნენ საქართველოში საპასუხო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ექსპერტის მასპინძლობისთვის და უხელმძღვანელონ პროექტს, რომელიც მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის სამართლებრივი განათლებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენებს.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მოქმედ სამართლის პროფესორებს და მოწვეულ ლექტორებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლების დაწესებულებაში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე და SI-ის ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 ნოემბერი.
განაცხადები უნდა შეივსოს ელექტრონულად ბმულზე: ais.americancouncils.org/ucbp
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე.