← ყველა ვაკანსია

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

კომპანია SMG · თბილისი

SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი საქმიანობის აღწერა:შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება;სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის. ძირითადი მოთხოვნები:აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;საოფისე პროგრამების ფლობა;უცხო ენები: ინგლისური (სასურველია) კომპანია გთავაზობთ:ჯანმრთელობის დაზღვევას;კომფორტულ სამუშაო გარემოს;მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. სამუშაო გრაფიკი:სამუშაო ადგილი: თბილისი (ოფისში)სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →