← ყველა ვაკანსია

მიმტანი

ლა პანეტერია · თბილისი

ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას : მიმტანი ლა პანეტერია — იტალიური საცხობი და კაფე-რესტორანი ლისის ტბის მიმდებარედ, ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ადამიანებს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად! ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც იტალიური გასტრონომია, ხარისხიანი ინგრედიენტები და სტუმართმოყვარეობა ერთიანდება. ლა პანეტერია არის Molino Pasini-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და პირდაპირ იტალიიდან შემოაქვს პრემიუმ ინგრედიენტები — ზეითუნის ზეთი, სან-მარცანოს პომიდორი, და სხვა გამორჩეული იტალიური პროდუქტები. ძირითადი მოვალეობები:სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურება მენიუსა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეკვეთების მიღება და მომსახურების პროცესის ორგანიზება დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულებაპასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალებისადმიინგლისური ენის ცოდნა სასურველიამომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობადიტალიური გასტრონომიის მიმართ ინტერესი ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს იტალიური გასტრონომიისა და მომსახურების სტანდარტების შესწავლის შესაძლებლობას პროფესიულ განვითარებას სტაბილურ ანაზღაურებას და გრძელვადიან თანამშრომლობას სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: mariam@la-panetteria.com გახდი ლა პანეტერიას გუნდის ნაწილი და შექმენი ჩვენთან ერთად ნამდვილი იტალიური სტუმართმოყვარეობის გამოცდილება!

განაცხადის გაგზავნა →