← ყველა ვაკანსია

ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

Bizarre · თბილისი

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიგრაფიული საწარმო Bizarre , აცხადებს ვაკანსიას - ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზეგანიხილებიან, როგორც გამოცდილი, ისე გამოცდილების არ მქონე კანდიდატები.კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას შეგასწავლოთ ახალი სფერო, შეიქმნათ წარმატებული კარიერა პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30-18:30 სთმისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანიანაზღაურება: გამოცდილების შემთხვევაში 3000 ლარი ( NET) + ბონუსი, გამოუცდელი კანდიდატების შემთხვევაში ანაზღაურება განიხილება იდივიდუალურად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:საბაზისო ცოდნა ტექნიკური/მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ;მარტივი მოწყობილობების და ინსტრუმენტების სამომხმარებლო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ( ჩართვა/გამორთვა,რეგულირება);ფერთა ტონალობების, ინტენსივობისა და მცირე ვიზუალური განსხვავებების მარტივად გარჩევის შესაძლებლობა;უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო დანადგარებთან (CNC, შესაფუთი, საჭრელი, საბეჭდი და სხვა) მუშაობის გამოცდილება ან მათი ფუნქციონირების საბაზისო ცოდნა;საბაზისო ცოდნა უსაფრთხოების წესების და ძირითადი რისკების შესახებ. ფუნქცია-მოვალეობები:ბეჭდვის პროცესის წარმოების სტანდარტებისა და შეკვეთების შესაბამისად შესრულება;მიღებული დავალების შესაბამისად დანადგარზე საბეჭდი პარამეტრების სწორად დაყენება;მიღებული შეკვეთის შესაბამისად ბეჭდვისთვის სწორი ქაღალდის და საღებავის შერჩევა;ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი და დაბეჭდილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;დანადგარის რეგულარული მოვლა;ყოველდღიური სამუშაო მიმდინარეობის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში; პიროვნული უნარები:ტექნიკური აზროვნება;ვიზუალური დეფექტების მარტივად გარჩევის უნარი;ტექნიკური ინსტრუქციების სწორად გაგების და შესრულების უნარი;პუნქტუალურობა ;დეტალებზე ორიენტირებულობა;ოპერატიულობა;სწრაფი ადაპტაციის და ათვისების უნარი; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →