უძრავი ქონების აგენტი
TG Home
TG HOME აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
ეძებ დინამიკურ სამუშაოს, სადაც შეგიძლია ისწავლო ახალი პროფესია, განვითარდე და საკუთარი შედეგების მიხედვით გაზარდო შემოსავალი? შემოუერთდი TG HOME-ის მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გუნდს.
გამოცდილება სავალდებულო არ არის — ჩვენ დაგეხმარებით საქმის საფუძვლიანად შესწავლაში და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
მდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, გიორგი ტოვსტონოგოვის №3, ბიზნესცენტრი "თაიმი"
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 11:00-19:00
რას გააკეთებ ჩვენს გუნდში:
** კომპანიის მიერ მოწოდებული ბაზიდან უძრავი ქონების განცხადებების მომზადებასა და შესაბამის პლატფორმებზე ატვირთვას;
** განცხადებებში ინფორმაციის, ფასებისა და ფოტომასალის განახლებას;
** შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხს და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევას;
** კლიენტის საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით შესაბამისი უძრავი ქონების შერჩევას;
** მესაკუთრეებთან და დამკვეთებთან კომუნიკაციას, შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
** კლიენტებთან შეხვედრას და უძრავი ქონების ადგილზე ჩვენებას;
** გაყიდვისა და გაქირავების პირობებზე მოლაპარაკებების წარმოებას, გუნდის მხარდაჭერით;
** კლიენტებისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციის ბაზაში აღრიცხვას და განახლებას;
** გარიგების პროცესის კოორდინაციას და კლიენტთან კომუნიკაციას მის დასრულებამდე.
რას ველით შენგან:
** გამართულ კომუნიკაციასა და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს;
** პასუხისმგებლობას, ორგანიზებულობასა და პუნქტუალურობას;
** ინიციატივას, ენერგიულობასა და სწავლის სურვილს;
** მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდური მუშაობის უნარს;
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნას.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** პროფესიის ადგილზე, საფუძვლიანად შესწავლას;
** ტრენინგებსა და გუნდის ყოველდღიურ მხარდაჭერას;
** სამუშაოდ საჭირო უძრავი ქონების ბაზას;
** საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას;
** სამუშაო ვიზიტებისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურებას 1 000-5 000 ლარის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოსა და მიღწეული შედეგების მიხედვით.
როგორ შემოგვიერთდე:
გამოგვიგზავნე CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: Office.Tghome@gmail.com
და სათაურის ველში მიუთითე: "უძრავი ქონების აგენტი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი:
ასისტენტ-მენეჯერი: +995 579 33 66 01
მენეჯერი: +995 579 33 66 39