წარმოების ზედამხედველი
Situationist
"Situationist" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** მდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** ატელიესა და წარმოების ყოველდღიური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
** მკერავებსა და კონტრაქტორებს შორის სამუშაო დავალებების განაწილება, შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
** წარმოებისთვის საჭირო ქსოვილების, მასალებისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვების პროცესის კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების შედარება და მიწოდების პირობების შეთანხმება;
** მასალების მარაგების, წარმოების ხარჯებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების, საკურიერო მომსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
** მზა პროდუქციის შეფუთვისა და გაგზავნის პროცესის ორგანიზება;
** ბუღალტერიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა, საოპერაციო ინფორმაციისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** წარმოების, ოპერაციების, ლოგისტიკის ან შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ტექსტილის, ტანსაცმლის წარმოების ან მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** წარმოების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებისა და კოორდინაციის ცოდნა;
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** საოპერაციო და ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების საბაზისო ცოდნა;
** MS OFFICE-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).