← ყველა ვაკანსია

მონაცემთა ტექნოლოგიების/ბიზნეს ანალიტიკის კონსულტანტი

EPAM

"EPAM" ეძებს მონაცემთა ტექნოლოგიების კონსულტანტს, რომელიც შეუერთდება მზარდ Data Practice გუნდს და დაეხმარება კლიენტებს მონაცემების სრული პოტენციალის გამოყენებაში. იმუშავებ მასშტაბურ პროექტებზე სხვადასხვა ინდუსტრიაში: ფინანსები, საცალო ვაჭრობა, ენერგეტიკა, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და საჯარო სექტორი. რას გააკეთებ: ** მონაწილეობას მიიღებ კლიენტების მონაცემთა ანალიტიკის სტრატეგიების შემუშავებაში; ** შეაფასებ და შეარჩევ კლიენტის მიზნებისთვის შესაფერის მონაცემთა ტექნოლოგიებს; ** გააანალიზებ არსებულ მონაცემთა არქიტექტურას და გამოავლენ გაუმჯობესების შესაძლებლობებს; ** ხელს შეუწყობ მონაცემთა მართვის, ხარისხისა და კონფიდენციალურობის პრაქტიკების დანერგვას; ** კონსულტაციას გაუწევ კლიენტებს გენერაციული AI-ის დანერგვაში; ** რთულ ტექნიკურ საკითხებს ბიზნესისთვის გასაგებ ენაზე ახსნი და კლიენტებთან ძლიერ ურთიერთობას ჩამოაყალიბებ. ვის ვეძებთ: ** 5+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა ტექნოლოგიების კონსულტანტად ან გადაწყვეტების არქიტექტორად; ** მინიმუმ ერთი მიმართულების ცოდნა: მონაცემთა ინჟინერია, ღრუბლოვანი მონაცემთა საცავები, BI ინსტრუმენტები, მონაცემთა განაწილებული დამუშავება ან Data Science; ** მინიმუმ ერთი ღრუბლოვანი პლატფორმის ცოდნა (AWS, Azure ან GCP); ** მონაცემთა მართვისა და კონფიდენციალურობის რეგულაციების ცოდნა; ** Agile/Scrum პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** ძლიერი კომუნიკაციისა და კლიენტებთან მუშაობის უნარები. უპირატესობა: AI/ML ფრეიმვორკების, გენერაციული AI-ის, MLOps-ის ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატები. განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-data-technology -------------------------------------------------------------------------------- "EPAM" ეძებს ბიზნეს ანალიტიკის კონსულტანტს Data Practice გუნდში. შენი ამოცანა იქნება მონაცემებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიის კლიენტებისთვის: იდეიდან იქამდე, სანამ პროდუქტი ყოველდღიურ გამოყენებაში არ შევა. რას გააკეთებ: ** უხელმძღვანელებ მონაცემთა პროდუქტების შექმნას სრულ ციკლზე: კვლევიდან დანერგვამდე; ** კლიენტებთან ერთად გაარკვევ ინდუსტრიის გამოწვევებს და განსაზღვრავ, რა შედეგი უნდა მოიტანოს პროდუქტმა; ** ბიზნესის საჭიროებებს პროდუქტის მოთხოვნებად, ტექნიკურ დიზაინად და სამუშაო გეგმად აქცევ; ** თავადაც ჩაერთვები პროდუქტის შექმნაში; ** შეარჩევ შესაფერის ტექნოლოგიებს, მათ შორის AI-ს, ღრუბლოვან პლატფორმებსა და მონაცემთა მასშტაბურ დამუშავებას; ** გაზომავ პროდუქტის შედეგებს და გაშვების შემდეგაც გააუმჯობესებ მას. ვის ვეძებთ: ** 7-10+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მონაცემთა პროდუქტების ან მონაცემებზე დაფუძნებული პროგრამული გადაწყვეტების შექმნაში; ** პროდუქტების პროტოტიპიდან რეალურ გამოყენებამდე მიყვანის გამოცდილება; ** ძლიერი ტექნიკური ცოდნა მინიმუმ ერთ მიმართულებაში; ** არქიტექტურის დაპროექტებისა და ტექნოლოგიური არჩევანის გაკეთების გამოცდილება; ** მინიმუმ ერთი ინდუსტრიის ბიზნეს პროცესებისა და მეტრიკების ცოდნა; ** ბიზნესისა და ტექნიკურ გუნდებთან დისკუსიების წარმართვის უნარი; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა. უპირატესობა: ფინანსების, საცალო ვაჭრობის, ენერგეტიკის ან სხვა ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა, რეგულირებად გარემოში მუშაობისა და AI პროდუქტების დანერგვის გამოცდილება. განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-business-analytics

განაცხადის გაგზავნა →