← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

IBCCS Georgia

საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "IBCCS Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე: მოთხოვნები: ** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში; ** ინგლისური ენის ცოდნა კლიენტთან კომუნიკაციის დონეზე (წერილობითი და ვერბალური) სამუშაოს აღწერა: ** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა; ** ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; ** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი; ** ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება; ** დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება; ** არარეზიდენტებისგან მიღებული, ასევე მათთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა და შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრა; ** rs.ge პორტალზე მუშაობა; ** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა; ** ანგარიშების, რეპორტების მომზადება; ** კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად გამოსაცდელი ვადა: 6 თვე სამუშაო საათები: 09:30-18:30 დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: info.ibccstax@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →