← ყველა ვაკანსია

უსაფრთხოების ოფიცერი

სკოლა-ლიცეუმი პრომეთე

"პრომეთეს სკოლა-ლიცეუმი" აცხადებს უსაფრთხოების ოფიცრის ვაკანსიას. სამუშაო საათები: 08:00 - 16:00 სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (სრული დატვირთვა); შაბათი - მორიგეობით მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის მე-4 ბ მიკრო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ბავშვებთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი ** სკოლაში მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა ** პრობლემების გადაჭრის უნარი ** დეტალებზე ორიენტირება ** პუნქტუალურობა ** ბავშვების სიყვარული უსაფრთხოების ოფიცერი ვალდებულია: ** უზრუნველყოს სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში; ** დირექციისა და ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, არ დაუშვას უცხო პირთა ყოფნა სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე; ** მეორე დღის უსაფრთხოების ოფიცერთან შეთანხმებით, სამუშაო საათებში მუდმივად იმყოფებოდეს სკოლის ფოიეში და თვალს ადევნებდეს კამერების ჩანაწერებს, მაშინ როდესაც მეორე დღის უსაფრთხოების ოფიცერი ახორციელებს მონიტორინგს სკოლის შენობაში ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე; ** მოახდინოს კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და მათი განმუხტვა. ხოლო, სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 112-ს; ** განახორციელოს სპს "ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთეს" უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისი უფლებამოსილებები; თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით hr@promete.ge -ზე. გამოგზავნილი ინფორმაცია გადამუშავდება და გასაუბრებისთვის შერჩევის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. წარმატებას გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →