← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

კოლხი ჯგუფი

"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტების სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი — 10:00-15:00. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების გამართულად უზრუნველყოფა ** ოფისის მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და ტექნიკური რესურსების მართვა ** დოკუმენტაციის ადმინისტრირება (შიდა ფოსტა, კონტრაქტები, კორესპონდენცია და სხვა) ** ზარებზე პასუხი, სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან დაკავშირება ** შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრების მართვა და საჭიროებების კოორდინაცია ** სხვადასხვა დეპარტამენტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა ** შიდა კომუნიკაციების გამართულად უზრუნველყოფა ** მენეჯმენტისთვის საჭირო ანგარიშების მომზადება (მოთხოვნის შესაბამისად) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ადმინისტრირება, ბიზნესის მართვა ან დაკავშირებული სფერო — უპირატესობა) ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საოფისე ადმინისტრირებაში ** გამართული კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები ** მრავალამოცანიან რეჟიმში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office აუცილებლად, CRM ან ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — ოფისის მენეჯერი.

განაცხადის გაგზავნა →