სამედიცინო წარმომადგენელი
არდი ფარმა
ფარმაცევტული კომპანია "არდი ფარმა", რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
** მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;
** ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება;
** წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ:
** ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური ბონუს სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@rdpharma.ge დასახელებაში მიუთითეთ - თბილისი.
მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.