← ყველა ვაკანსია

წარმოების ოპერატორი

დეკა ჯი · ქუთაისი

შპს "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე. ლოკაცია: ქუთაისი დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ოპერაციული პერსონალი ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოო ხაზისა და დანადგარების მომზადება სამუშაო რეჟიმისთვის (გაშვება, პარამეტრების დაყენება/კორექტირება); ** ნედლეულისა და მასალების დროული შევსება, მიწოდება და საწარმოო პროცესში მათი სწორი გამოყენების კონტროლი; ** დანადგარების მუშაობისა და ტექნოლოგიური პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი; ** ხელის ტექნიკურ ინსტრუმენტებთან და ელექტრომოწყობილობებთან (მათ შორის "ბარგალკა", "დრუჟბა" და სხვა მსგავსი ტექნიკა) უსაფრთხო და ეფექტური მუშაობა; ** მზა პროდუქციის პირველადი ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, წუნდებული პროდუქციის გამოვლენა და დახარისხება; ** დანადგარების პირველადი/ვიზუალური შემოწმება, წვრილმანი შეფერხებების იდენტიფიცირება და ტექნიკური პერსონალისთვის დროული შეტყობინება; ** შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ზედმიწევნით დაცვა; ** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მუდმივი გამოყენება; ** სამუშაო ადგილის, დანადგარებისა და ინსტრუმენტების დასუფთავება-წესრიგში ყოლა ცვლის განმავლობაში და ცვლის ჩაბარებისას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკასთან და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** საწარმოო ხაზზე ან ინდუსტრიულ გარემოში მუშაობის გამოცდილება; ** ყურადღება დეტალებისადმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და გაუმართაობისას სწრაფი რეაგირების უნარი. სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა) ** პროფესიული ან ტექნიკური განათლება; ** ავტომატიზებულ/თანამედროვე საწარმოო ხაზებთან მუშაობის გამოცდილება; ** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების კარგი ცოდნა. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს; ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; ** ადგილზე კვებით უზრუნველყოფას; ** უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvili.gsolar@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →