← ყველა ვაკანსია

ელექტრიკოსი

დეკა ჯი · ქუთაისი

შპს "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე. ლოკაცია: ქუთაისი დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ტექნიკური პერსონალი ძირითადი მოვალეობები: ** სამონტაჟო ეტაპზე (ქარხნის მოწყობისას): ძალოვანი, სუსტი დენებისა და განათების საკაბელო ხაზების გაყვანა (ტრანშეებში, "ლოტოკებში", ყუთებში, მილებში); ** გამანაწილებელი ფარების, მართვის კარადების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება da აწყობა; ** ელექტრომოწყობილობების ქსელთან მიერთება, მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა ფარებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებში; ** საექსპლუატაციო ეტაპზე: ელექტრომოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა და ცვეთადი ელემენტების შეცვლა; ** ტექნიკური გაუმართაობების დროული დიაგნოსტიკა და ოპერატიული აღმოფხვრა წარმოების შეფერხების თავიდან ასაცილებლად; ** შრომის უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვისა და გაგების უნარი; ** საკაბელო ტრასების მონტაჟის გამოცდილება; ** სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება; ** ხელისა და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (შურუპავერტი, ბალგარკა, გაიკავერტი); ** საზომი ინსტრუმენტების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები); ** დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა) ** პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროინჟინერიის/ელექტროტექნიკის მიმართულებით; ** საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის (КИПиА) და თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს; ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; ** ადგილზე კვებით უზრუნველყოფას; ** უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvili.gsolar@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →