მიმტანი-კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი
ვასსერ შტრასსე
"ვასსერშტრასსე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
ფუნქციები:
** რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
** კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
** შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
** ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა;
** გასაყიდი პროდუქციის ცოდნა;
** ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება;
** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია;
** კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით;
** სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება.
სასურველია:
** პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე;
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@wasserstrasse.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
ტაბლა "ნოვა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
სამუშაოს აღწერა:
** გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა საცალო და ჰორეკა მიმართულებით და შესაბამისი, კალენდარული სამოქმედო გეგმის შემუშავება
** საცალო მიმართულება (პირდაპირი და ონლაინ გაყიდვები):
** კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია შემდეგ საკითხებზე:
** გაყიდვის ახალი არხების მოძიება
** ასორტიმენტის შერჩევა/რეგისტრაცია, ფასები და სააქციო ღონისძიებები
** მიწოდების და გადახდის პირობები
** ახალი პროდუქტების დარეგისტრირება
** მომარაგებების დაგეგმვა-ორგანიზება სავაჭრო ობიექტების ჭრილში
შიდა პროცესები:
** გაყიდვების და ნაშთების ანალიზი ქსელების / გაყიდვის პუნქტების ჭრილში, მარაგების და გეგმების კონტროლი, სტრატეგიის განსაზღვრა
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ჰორეკა მიმართულება:
** უკვე არსებული მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია
** პოტენციური მოხმარებლების მოძიება
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის და მომსახურების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის ** მოწოდება, კონსულტაციის გაწევა, პრეზენტაციის და მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვა
** ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, ადმინისტრირება, მონიტორინგი
** მომხმარებელთა ბაზის მენეჯმენტი, პოტენციურ მომხმარებელთა ბაზრის კვლევა
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მომხმარებლებისთვის შეთავაზება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული,
** პუნქტუალური,
** კეთილსინდისიერი,
** შრომისმოყვარე,
** კომუნიკაბელური,
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@tablanova.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება