უძრავი ქონების აგენტი
ჰაბიტატი
ვეძებთ უძრავი ქონების აგენტს
გვინდა ჩვენს გუნდს შემოუერთდეს მონდომებული ადამიანი, რომელსაც აქვს სწავლის სურვილი, პროფესიული ზრდის ამბიცია და საქმის წარმატებით დასრულებისკენ სწრაფვა.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენთვის მთავარია შენი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და მზადყოფნა, ისწავლო და მიღებული ცოდნა საქმეში გამოიყენო.
შენი საქმიანობა მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, მათთვის შესაფერისი უძრავი ქონების შერჩევასა და ჩვენებას, მოლაპარაკებებსა და გარიგების წარმატებით დასრულებაზე მუშაობას, გამოცდილი ხელმძღვანელის მეთვალყურეობითა და ხელშეწყობით.
ჩვენთან დაგხვდება:
** სრული ან ნახევარი განაკვეთი;
** გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ — ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი;
** მოსალოდნელი თვიური შემოსავალი: 3 500-10 000+ ლარი, მიღწეული შედეგების მიხედვით;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
თუ ადამიანებთან ურთიერთობა გიყვარს, ინიციატივას იჩენ და სირთულეების დროს გამოსავალს ეძებ, გამოგვიგზავნე CV მეილზე: [email protected] ან მოკლედ მოგვწერე შენ შესახებ: 550 00 10 90.
მსგავსი ვაკანსიები
- Appointment Setter — Pavago
- აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი ქვემო ქართლის რეგიონში — კრედო ბანკი
- მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი) — თიბისი დაზღვევა
- კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (არა-სამედიცინო) — თიბისი დაზღვევა
- სერვის კონსულტანტი თბილისში — კრედო ბანკი
- კორპორაციული გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების მენეჯერი (B2B) — მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
სხვა ვაკანსიები
- გაყიდვების ვაკანსიები (866)