ელექტროენერგიის შესყიდვაზე
ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
ს.ს. ლომისი/ეფეს საქართველო აცხადებს ტენდერს:
ნომრით #- EF-GE/830
დანიშნულება: ელექტროენერგიის შესყიდვა
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ 2 ტიპის შემოთავაზება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
** 2027 წლის 1 კვარტლის (იანვარი-მარტი)პერიოდში ელექტროენერგიის მოწოდების შემთხვევაში რა იქნება ესკოს ფასიდან ყოველთვიური ფასდაკლების %/ ფიქსირებული ფასი;
** 2027 წლის განმავლობაში (იანვარი-დეკემბერი) ელექტროენერგიის მოწოდების შემთხვევაში რაიქნება ესკოს ფასიდან ყოველთვიური ფასდაკლების %/ ფიქსირებული ფასი;
შემოთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** კომპანიის დასახელება / ჰიდროელექტროსადგურის დასახელება, საკონტაქტო პირი და საიდენთიფიკაციო კოდი;
** გადახდის პირობები;
** ფიქსირებული ფასი / ფასდაკლების %;
** წერილი რომ თქვენს მიერ მოწოდებული ელექტრო ენერგია არის განახლებად წყაროებზე (ჰიდრო რესურსი) მომუშავე სადგურების მიერ გამომუშავებული;
** ინფორმაცია თუ რომელი სადგურებიდან მოხდება ელექტროენერგიის მოწოდება
სატენდერო შემოთავაზების მიღების პერიოდი - 05.11.2026 -20.11.2026
შემოთავაზება მიიღება მეილზე: tenders@ge.anadoluefes.com
მიმაგრებულ ფაილში იხილავთ 2027 წლის საპროგნოზო მოხმარებას.