← ყველა ვაკანსია

კადრების მენეჯერი

ბორჯომი ლიკანი · ბორჯომი

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას კადრების მენეჯერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1350 ლარი ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება - სრული; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება/იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ფუნქცია-მოვალეობები: ** ახორციელებს მოქმედი თანამშრომლების მიმდინარე საკადრო საქმიანობის ადმინისტრირებას; ** ახორციელებს კონსულტაციას თანამშრომლებისათვის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ** ახორციელებს შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო ბრძანებების მომზადებას; ** ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს სახელფასო უწყისების მომზადებას; ** ახორციელებს თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების ყოველდღიურ მონიტორინგს და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად და ა.შ. პიროვნული უნარ ჩვევები: ** პუნქტუალობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი ** გუნდურობა და ენერგიულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დამატებითი სარგებელი: ** კონკურენტული ანაზღაურება; ** ტრანსპორტირება ღამის საათებში; ** დაზღვევა; ** კვება; ** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: koba.abuladze@yahoo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →