← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

BlueTabla

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი "ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge სამუშაოს აღწერა: ** კომპანიის შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ყველა მიმართულებით ** მომწოდებლების მოძიება და შერჩევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ** ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება, ხელშეკრულებების მომზადება ** იმპორტისა და საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება, განბაჟების კოორდინაცია ** პროექტული და საოპერაციო საჭიროებების შესყიდვით უზრუნველყოფა ** შესყიდვების პროცედურის დანერგვა, დოკუმენტაციისა და აღრიცხვის წარმოება ** სხვა მიმდინარე ამოცანები შესყიდვების მიმართულებით მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** შესყიდვების, მომარაგების ან იმპორტის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ** ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა მიმოწერისა და მოლაპარაკების დონეზე ** მოლაპარაკების უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა და რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვის უნარი ანაზღაურება და პირობები: ** კონკურენტული ანაზღაურება ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "შესყიდვების მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →