← ყველა ვაკანსია

კონსულტანტი

ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს

შპს "ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს" აცხადებს სავაჭრო ობიექტზე ვაკანსიას კონსულტანტების პოზიციაზე. რას გთავაზობთ? ძირითადი პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი, ემზარ სულაქველიძის ქ; ** ანაზღაურება: დღიური 30 (თვეში 900) ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები; ** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღიური, 6 საათი დღეში. რა დაგევალებათ? ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მიღებული შეკვეთების თაროებზე განთავსება; ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება; ** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა. რას ველით თქვენგან? ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; ** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი. როგორ მოხვდეთ ჩვენთან? შერჩევის ვადა და ეტაპები: რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 ნოემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. ** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება ოფისში; ** ანაზღაურებადი სტაჟირება. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: newvisioncosm@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება. ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →