გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
CMX Solutions · თბილისი
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით , სხვადასხვა გერმანულ პროექტში
ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე. კანდიდატები გადანაწილდებიან ენობრივი მონაცემების მიხედვით.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
გერმანული ენის ცოდნა (B1.3, B2, C1 დონე)გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;სისხარტე, ოპერატიულობა;სიზუსტე, აკურატულობა;გუნდური მუშაობის უნარი;სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;B1.3, B2 ან C1 დონე
ჩვენ გთავაზობთ:ოფისიდან, ჰიბრიდულად, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;მორგებულ სამუშაო გრაფიკს;ფიქსირებულ ანაზღაურებას;ყოველთვიურ ბონუსს (300 ლარიდან);რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე (600 ლარიდან);ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;ჯანმრთელობის დაზღვევას;მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე - https://shorturl.at/6prWr
„პროექტზე განაწილება მოხდება კანდიდატის ენობრივი ცოდნის მიხედვით.“გისურვებთ წარმატებებს!